რა მონაცემებს ვინახავთ
ანგარიშის სახელს, ელფოსტას, საკონტაქტო ნომერს, განცხადებებს, ატვირთულ ფოტოებსა და გადახდის სტატუსებს ვიყენებთ პლატფორმის ფუნქციონირებისთვის. პაროლები ინახება ჰეშირებული სახით; ბარათის მონაცემებს პლატფორმა არ ინახავს.
გამქირავებლის საჯარო სახელი, ქალაქი, განცხადებები და დადასტურებული საკონტაქტო ნომერი ხელმისაწვდომია მანქანის მაძიებლებისთვის. SMS იგზავნება uBill-ით, პაკეტის გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკით.
შესვლისთვის გამოიყენება სესიის აუცილებელი cookie. ნახვების სტატისტიკისთვის ვინახავთ შეზღუდულ ტექნიკურ ჩანაწერებს. მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის მოგვწერე მხარდაჭერის ფორმით.
ანგარიშისა და მონაცემების წაშლა
ანგარიშის ან Google/Facebook-იდან მიღებული მონაცემების წაშლის მოთხოვნა გამოგზავნე მხარდაჭერის ფორმით. მიუთითე ანგარიშის ელფოსტა და თემა „მონაცემების წაშლა“. პაროლი ან ერთჯერადი კოდი არ გამოგზავნო. მოთხოვნის შესრულებამდე გადავამოწმებთ, რომ ანგარიში შენ გეკუთვნის. კანონით შესანახი გადახდის ჩანაწერები შეიძლება ცალკე შენარჩუნდეს.
Google-ით ან Facebook-ით შესვლისას ვიყენებთ შენ მიერ გაზიარებულ პროფილის იდენტიფიკატორს, სახელსა და ელფოსტას ანგარიშის შესაქმნელად და ავტორიზაციისთვის.
მხარდაჭერა →